ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლება არ გაიცემა, თუ: ა) მის მიღებაზე განაცხადი შეტანილია დადგენილი მოთხოვნების დარღვევით; ბ) განმცხადებელმა თავისი თავის შესახებ წარადგინა არასწორი მონაცემები; გ) განმცხადებელს არ წარუდგენია ან არ შეუძლია წარადგინოს საბუთი, რომ მას აქვს ან ექნება აუცილებელი ფინანსური ან ტექნიკური შესაძლებლობები საქმიანობის ეფექტური წარმოებისთვის; დ) განმცხადებელს არ წარუდგენია გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ან გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული შესაბა მისი სკრინინგის გადაწყვეტილება. [დ) განმცხადებელს არ წარუდგენია გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება/ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა ან გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი სკრინინგის გადაწყვეტილება. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან) ] საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №2997 – ვებგვერდი, 12.01.2015წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №903 - ვებგვერდი, 21.06.2017წ. საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3385 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.
Статья 41. უარი ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების გაცემაზე
Сравнение изменений· прежняя → действующая редакция
История этой статьи· 3
Изменения, которые прошла эта статья
- ещё не в силе· опубл. 30 июн. 2023 г.
Applicants for rights related to fauna resources must now submit relevant environmental decisions/IEPs or screening decisions for activities requiring environmental impact assessment.
акт об изменении №5842328 - · опубл. 21 июн. 2017 г.
The amendment adds a requirement for applicants seeking rights regarding wildlife objects to submit either an environmental decision or screening decision related to activities subject to EIA.
Нужна помощь с этим законом?
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.
