სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი
Статья 7. რისკის მართვა
1. რისკის მართვა არის რისკის შეფასებისაგან განსხვავებული პროცესი, რომლის მიზანია, რისკის შეფასების შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო ალტერნატივის შერჩევის საშუალებით რისკის პრევენციისა და კონტროლის შესაბამისი ზომების შერჩევა.
2. რისკის შესამცირებლად, აღმოსაფხვრელად და პრევენციისათვის მიღებული ზომები ეფექტიანი, ობიექტური და რისკის პროპორციული უნდა იყოს. საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.
