1.ამ კოდექსით გათვალისწინებული ზომები და ქმედებები რისკის ანალიზს უნდა ეფუძნებოდეს.
2.რისკის ანალიზი მოიცავს სამ ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტს: ა) რისკის შეფასება; ბ) რისკის კომუნიკაცია; გ) რისკის მართვა.
3.რისკის ანალიზთან დაკავშირებული ღონისძიებებია: ა) შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისათვის და სხვა დაინტერესებულ მხარეთათვის სამეცნიერო დასკვნის საჭიროებისამებრ წარდგენა; ბ) რისკის შეფასებისა და სახელმწიფო კონტროლის მეთოდოლოგიის შემუშავების ხელშეწყობა და კოორდინირება; გ) სამეცნიერო და ტექნიკური მონაცემების საჭიროებისამებრ მოკვლევა, შეგროვება, აღრიცხვა და ანალიზი; დ) ახალი საფრთხეების საჭიროებისამებრ იდენტიფიცირება და აღწერა; ე) დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობის ხელშეწყობა; ვ) მეცნიერული და საექსპერტო დახმარება ამ კოდექსის 51-ე მუხლის შესაბამისად საგანგებო ზომების მიღებისას; ზ) რისკის ანალიზთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები. საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.





