საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ
Статья 28. გადარიცხული და ჩარიცხული თანხების ოდენობ ები
1. გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, ასევე ამ პროვაიდერის ნებისმიერი შუამავალი, რომელიც საგადახდო დავალების შესრულებაში მონაწილეობს, ვალდებული არიან, გადარიცხონ საგადახდო დავალებაში მითითებული სრული თანხა.
2. მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შუამავალი პროვაიდერი ვალდებულია გადარიცხოს საგადახდო დავალებაში მითითებული სრული თანხა, ხოლო მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მიმღების ანგარიშზე ასახოს ან სხვაგვარად გახადოს მისთვის ხელმისაწვდომი თანხა მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ოდენობით, თუ მიმღებსა და მის პროვაიდერს შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუკი მიმღებსა და მის პროვაიდერს შორის შეთანხმებით გათვალისწინებულია საკომისიოს დაკავების უფლება, მიმღების პროვაიდერი ვალდებულია მიმღებთან შეთანხმებული ფორმით მიაწოდოს მას ინფორმაცია მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე ჩარიცხული თანხისა და დაკავებული საკომისიოს ოდენობების შესახებ.
3. თუ გადარიცხული თანხიდან დაკავებულ იქნა საკომისიო, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკომისიოსი, გადამხდელის პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მიმღებმა ან მიმღების პროვაიდერმა მიიღოს გადამხდელის მიერ ინიციირებულ საგადახდო დავალებაში მითითებული სრული თანხა. თუკი საგადახდო დავალება ინიციირებულია მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით, მიმღების პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მიმღებმა მიიღოს საგადახდო დავალებაში მითითებული სრული თანხა.
