საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ
Статья 3. სისტემის ოპერატორის რეგისტრაცია
1. იურიდიულ პირს უფლება აქვს, საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს საგადახდო სისტემის მართვა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ კანონის შესაბამისად სისტემის ოპერატორად დარეგისტრირების შემთხვევაში.
2. სისტემის ოპერატორის რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესისა და მოთხოვნების შესაბამისად.
3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საგადახდო მომსახურების ხელმისაწვდომობისა და დაუბრკოლებელი განხორციელების ხელშეწყობის, აგრეთვე საგადახდო სისტემის საიმედო, უსაფრთხო, ეფექტიანი და ეფექტური ფუნქციონირების, საგადახდო სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველსაყოფად დაადგინოს შესაბამისი მოთხოვნები. 3 1 . საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საგადახდო სისტემებისა და საგადახდო მომსახურების ეფექტურობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობის მიზნით სისტემის ოპერატორის მიმართ სამართლებრივი აქტით დაადგინოს მოთხოვნები, აგრეთვე მოითხოვოს საგადახდო სისტემაში დაგეგმილი იმ ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მისთვის 30 კალენდარული დღით ადრე მიწოდება, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სისტემის მონაწილის მიერ ან/და მომხმარებლებისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევაზე.
