საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ
Статья 8. ტრანსფერორდერის გამოთხოვ ის დაუშვებლობა
სისტემის წესები უნდა განსაზღვრავდეს გარემოებას, რომლის შემდეგ სისტემაში შესული ტრანსფერორდერი სისტემის მიერ მიღებულად ითვლება. დაუშვებელია სისტემის მიერ მიღებული ტრანსფერორდერის სისტემის მონაწილის ან ნებისმიერი მესამე პირის, მათ შორის, ლიკვიდატორის, გაკოტრების მმართველის, დროებითი ადმინისტრატორისა და სპეციალური მმართველის, აგრეთვე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოების, მიერ გამოთხოვა. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5665 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
