საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ
Статья 9. გადახდის, კლირინგის და ანგარიშსწორების საბოლოობა
1. სისტემის მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებას არ აქვს უკუქცევითი ძალა და გავლენას არ ახდენს სისტემაში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ან მონაწილეობიდან გამომდინარე იმ უფლებებსა და მოვალეობებზე, რომლებიც საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებამდე წარმოიშვა.
2. ამ თავის მიზნებისათვის, ეროვნული ბანკის სისტემების მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებად მიიჩნევა: ა) ამ კანონის მე-11 მუხლის თანახმად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოსგან მონაწილის მიმართ ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობის ან/და გაკოტრების პროცესის დაწყების შესახებ შეტყობინების მიღება; ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოცემა, თუ მონაწილე არის კომერციული ბანკი ან მიკრობანკი; გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისაგან – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისაგან შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიღება, თუ მონაწილე სადაზღვევო ორგანიზაციაა; დ) სხვა უფლებამოსილი პირისგან მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების თაობაზე ოფიციალური ინფორმაციის მიღება.
