ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ
Статья 6^1. ავტორიზაცია ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და პენეტრაციის ტესტის ჩატარებისთვის
1. ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და პენეტრაციის ტესტის ჩატარების უფლება აქვს ორგანიზაციას, რომელსაც ციფრული მმართველობის სააგენტოში ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად გავლილი აქვს ავტორიზაცია ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და პენეტრაციის ტესტის ჩატარებისთვის. ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და პენეტრაციის ტესტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციათა მიერ ავტორიზაციის გავლის საფასური დგინდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
