1.ამ მუხლის დებულებები ვრცელდება GMDSS-ით აღჭურვილ გემებზე რადიოკავშირის განმახორციელებელ ოპერატორებზე, SOLAS-ის კონვენციის შესაბამისად.
2.პირი, რომელიც ვალდებულია შეასრულოს ან ასრულებს რადიოკავშირის ფუნქციებს GMDSS-ით აღჭურვილ გემზე, ან პირი, რომელსაც სურს თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატის მიღება, ვალდებულია მიიღოს GMDSS-ის რადიოოპერატორის კომპეტენციის სერტიფიკატი, რომელიც გაცემული ან დადასტურებულია სააგენტოს მიერ რადიოკავშირის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.
