1.პირს არა აქვს უფლება, იმუშაოს საქართველოს დროშით მცურავ გემზე, თუ მას არ აქვს სააგენტოს მიერ გაცემული ან დადასტურებული შესაბამისი კომპეტენციის სერტიფიკატი.
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ
1.პირს არა აქვს უფლება, იმუშაოს საქართველოს დროშით მცურავ გემზე, თუ მას არ აქვს სააგენტოს მიერ გაცემული ან დადასტურებული შესაბამისი კომპეტენციის სერტიფიკატი.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ
Всегда актуальная правовая база
3.რადიოოპერატორის კომპეტენციის დადასტურების სერტიფიკატი არ გაიცემა, თუ პირს, რომელიც არ არის კაპიტანი ან სავახტო თანაშემწე, გავლილი არ აქვს საბაზისო წვრთნა და არ აქვს ზედამხედველობის ქვეშ მიღებული არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი რადიოსაკომუნიკაციო მოვალეობათა შესრულებით.
4.სააგენტო გასცემს დადასტურების სერტიფიკატს, თუ სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული სერტიფიკატი აღიარებულია ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად.
5.დადასტურების სერტიფიკატს სააგენტო გასცემს ცალკე დოკუმენტის სახით და მას ენიჭება უნიკალური ნომერი.
6.დადასტურების სერტიფიკატის მოქმედების ვადა იწურება 5 წელიწადში ან 5 წელიწადზე ნაკლებ ვადაში, დასადასტურებელი სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვის გამო ან სააგენტოს ანდა მისი გამცემი კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ სერტიფიკატის გაუქმებისთანავე.
7.მეზღვაურის კომპეტენცია დადასტურების სერტიფიკატში მიეთითება დასადასტურებელ სერტიფიკატში მითითებულის იდენტურად.
8.დადასტურების სერტიფიკატს სააგენტო გასცემს მხოლოდ იმ პირზე, რომელიც შეესაბამება ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
9.მეზღვაური, რომელიც აღიარებისთვის წარმოადგენს სერტიფიკატს, გაცემულს მართვის დონისთვის კონვენციის II/2, III/2 ან III/3 რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და STCW-ის კოდექსის შესაბამისად, ვალდებულია იცოდეს საქართველოს საზღვაო კანონმდებლობა თავის ფუნქციებთან დაკავშირებით. ამგვარი ცოდნის შესახებ მოთხოვნებს სხვადასხვა რანგის მეზღვაურთათვის განსაზღვრავს და აქვეყნებს სააგენტო. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.