Статья 11. საკრებულოს წევრისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან
1. საკრებულოს წევრისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. საკრებულოს წევრობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში სამსახურებრივი უფლებამოსილება უჩერდებათ თანამდებობის პირებს: ა) რომელთა არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება საქართველოს პარლამენტის მიერ; ბ) რომელთა დანიშვნა ან დამტკიცება ხდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ; გ) რომელთა არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ; დ) რომელთაც უკავიათ საქართველოს პროკურატურის, კონტროლის პალატის, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის შტატით გათვალისწინებული თანამდებობა; ე) რომელთაც უკავიათ მერიის და/ან გამგეობის ხელმძღვანელის, მათი მოადგილეების, გამგეობის და/ან მერიის იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ან მოადგილის თანამდებობა, რომელთაც დადგენილი წესით ნიშნავს შესაბამისად მერი და/ან გამგეობის თავმჯდომარე, გარდა სოფლის, თემის და იმ ქალაქის გამგებლისა (მერისა), რომელიც შედის რაიონის შემადგენლობაში.
3. საკრებულოს წევრის კანდიდატის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება ხდება „ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს 199 8 წლის 30 სექტემბრის კანონი № 1608 – სსმI, №2, 26.10 .199 8 წ., მუხ. 18
