1.თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკი „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშის მწარმოებელი იყო, სპეციალური მმართველი ვალდებულია იმოქმედოს იმავე კანონის მე-7 მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ერთ-ერთი შემდეგი ქმედების განხორციელება: ა) დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რესტიტუცია მათი სხვა ანგარიშის მწარმოებელთან გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე გადატანით; ბ) ანგარიშის მფლობელთა დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების სხვა ანგარიშის მწარმოებელთან გადატანა ამ კანონის 37 7 მუხლით გათვალისწინებული კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების ან 37 8 მუხლით გათვალისწინებული დროებითი ბანკის სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენების ფარგლებში; გ) ანგარიშის მფლობელთათვის დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ
