1. ცენტრალური დეპოზიტარის ძირითადი მომსახურებებია: ა) ფასიანი ქაღალდების ემისიის რეგისტრაცია; ბ) ცენტრალური დეპოზიტარის მონაწილისთვის „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფასიანი ქაღალდების ანგარიშის გახსნა და წარმოება; გ) ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის ოპერირება (მათ შორის, ფასიანი ქაღალდების ცენტრალური კლირინგი).
Правовая карта
Нажмите, чтобы открыть
СсылкаБлизко по смыслуფასიანი ქაღალდების ბაზ…საქართველოს ეროვნული ბ…არასახელმწიფო საპენსიო…დაგროვებითი პენსიის შე…საინვესტიციო ფონდების …
Только для информации — не юридическая консультация.
2. ცენტრალური დეპოზიტარი უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს ეროვნული ბანკის წესებით განსაზღვრული, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ძირითად მომსახურებებთან დაკავშირებული დამატებითი მომსახურება/მომსახურებები, რომელიც/რომლებიც ხელს შეუწყობს ფასიანი ქაღალდების ბაზრის უსაფრთხო, ეფექტიან და გამჭვირვალე ფუნქციონირებას და არ იქნება დაკავშირებული დამატებით საკრედიტო ან ლიკვიდობის რისკთან, აგრეთვე განახორციელოს სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურება.
3. ცენტრალურმა დეპოზიტარმა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე მომსახურების/საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოს ეროვნული ბანკისგან წინასწარი თანხმობა უნდა მიიღოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მომსახურება/საქმიანობა უკვე გათვალისწინებულია ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიით. ცენტრალური დეპოზიტარი მის მიერ ძირითადი მომსახურების განსახორციელებლად საქართველოს ეროვნული ბანკისგან თანხმობას იღებს ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის გაცემისთვის დადგენილი წესის შესაბამისად. ცენტრალური დეპოზიტარის მიერ სხვა მომსახურების/საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ თანხმობის გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.
4. ცენტრალურ დეპოზიტარს უნდა ჰქონდეს ისეთი წესები და პროცედურები, რომლებითაც უზრუნველყოფს ფასიანი ქაღალდების აღრიცხვის სისტემის მთლიანობასა და უსაფრთხოებას, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების ემისიის მთლიანობის დაცვას და გარიგებათა დროულ და ზუსტ კლირინგსა და ანგარიშსწორებას, აგრეთვე ფასიანი ქაღალდების აღრიცხვასთან, შენახვასა და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას.
5. ცენტრალურ დეპოზიტარს უნდა ჰქონდეს მის სისტემაში მონაწილეობის საჯაროდ გამჟღავნებული, გამჭვირვალე, ობიექტური და არადისკრიმინაციული კრიტერიუმები. ეს კრიტერიუმები უნდა უზრუნველყოფდეს ცენტრალური დეპოზიტარის სისტემის ღია და სამართლიან ხელმისაწვდომობას იმ იურიდიული პირებისთვის, რომლებსაც მასში მონაწილეობა სურთ. ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში მონაწილეობის მსურველს უფლება აქვს, სისტემის მონაწილედ დაშვებაზე ცენტრალური დეპოზიტარისგან უარის მიღების შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართოს. თუ უარი დაუსაბუთებელია, საქართველოს ეროვნული ბანკი ცენტრალურ დეპოზიტარს ავალებს, დაუშვას მის სისტემაში მონაწილეობის მსურველი სისტემის მონაწილედ.
6. ცენტრალურ დეპოზიტარს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მართვისა და კონტროლის სისტემები და ტექნიკური ინფრასტრუქტურა, რომლებითაც უზრუნველყოფს მის საქმიანობასა და ოპერაციებთან დაკავშირებული შიდა და გარე ფაქტორებით განპირობებული რისკების მონიტორინგს, იდენტიფიკაციასა და მართვას და ამ რისკებით გამოწვეული ზიანის მინიმუმამდე შემცირებას.
7. ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებულია თავისი საქმიანობის ყოველ ეტაპზე ჰქონდეს ამ საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების პროპორციული კაპიტალი. ეს კაპიტალი განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.
8. ცენტრალური დეპოზიტარი უფლებამოსილია ცენტრალური დეპოზიტარის წესების შესაბამისად დაუყოვნებლივ შეაჩეროს ან დახუროს იმ მონაწილის ანგარიში: ა) რომლის საქმიანობაც თავად ცენტრალურმა დეპოზიტარმა ან საფონდო ბირჟამ შეაჩერა; ბ) რომელმაც არ შეასრულა ფასიანი ქაღალდების ან ფინანსური სახსრების მიწოდების ვალდებულება; გ) რომელიც ისეთ ფინანსურ ან/და საოპერაციო სიძნელეებს განიცდის, რომ ცენტრალური დეპოზიტარი იღებს გადაწყვეტილებას მისი ანგარიშის შეჩერების ან დახურვის შესახებ და საქართველოს ეროვნულ ბანკს აცნობებს, რომ ამ ანგარიშის შეჩერება ან დახურვა აუცილებელია ცენტრალური დეპოზიტარის, მისი მონაწილეების, კრედიტორების ან ინვესტორების დასაცავად.
9. ცენტრალური დეპოზიტარის წესები გამჭვირვალე უნდა იყოს და უნდა უზრუნველყოფდეს: ა) მის მონაწილეთა უფლება-მოვალეობების დადგენას; ბ) ცენტრალური დეპოზიტარის პასუხისმგებლობას ფასიანი ქაღალდებით გარიგებათა დროული და ზუსტი კლირინგისა და ანგარიშსწორებისთვის; გ) მის მონაწილეთა მიერ ცენტრალური დეპოზიტარის წესების დარღვევის გამო მათი გარიცხვის, დაჯარიმების, მათთვის საქმიანობისა და ფუნქციების შეჩერებისა და შეზღუდვის, საყვედურის გამოცხადების და მათ მიმართ სხვა სათანადო სანქციების გამოყენების საშუალებას; დ) მისი მონაწილეებისა და თანამშრომლების მიერ ეთიკის კოდექსის ნორმების დაცვას; ე) მისი მონაწილეებისა და ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისთვის ცენტრალური დეპოზიტარის ანგარიშების გახსნისა და მათი წარმოების პროცედურას.
10. ცენტრალურმა დეპოზიტარმა ცალ-ცალკე უნდა განსაზღვროს და საჯარო უნდა გახადოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ძირითადი და დამატებითი მომსახურებების/საქმიანობების ფასები. ეს ფასები სამართლიანი და არადისკრიმინაციული უნდა იყოს.
11. ცენტრალურმა დეპოზიტარმა ჩანაწერები და ანგარიშები ისე უნდა აწარმოოს, რომ სისტემის მონაწილეს მიეცეს ფასიანი ქაღალდების კლიენტის სასარგებლოდ ფლობის შესაძლებლობა ომნიბუსსეგრეგირებულ ანგარიშზე ან ინდივიდუალურ სეგრეგირებულ ანგარიშზე. ცენტრალური დეპოზიტარის მონაწილე ვალდებულია შესთავაზოს თავის კლიენტს, ომნიბუსსეგრეგირებულ ანგარიშსა და ინდივიდუალურ სეგრეგირებულ ანგარიშს შორის არჩევანი გააკეთოს, და აცნობოს მას თითოეული მათგანის არჩევასთან დაკავშირებული ხარჯებისა და რისკების შესახებ.
12. ცენტრალური დეპოზიტარის მონაწილის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში ცენტრალურმა დეპოზიტარმა მას უნდა მიაწოდოს: ა) მისი ფასიანი ქაღალდების ანგარიშიდან ამონაწერი კონკრეტული თარიღისთვის; ბ) ინფორმაცია კონკრეტული პერიოდისთვის მის ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე განხორციელებული ფასიანი ქაღალდების ბრუნვის შესახებ.
13. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები ცენტრალური დეპოზიტარის მიერ ფასიანი ქაღალდების ანგარიშიდან ამონაწერის გაცემის, მისი ფორმისა და შინაარსის მიმართ.
14. ცენტრალური დეპოზიტარის წესები ძალაში შესულად ითვლება საქართველოს ეროვნულ ბანკთან მათი შეთანხმების შემდეგ. ახალი წესების მიღება, არსებულ წესებში ცვლილების შეტანა ან მათი გაუქმება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობის საფუძველზე.
15. ცენტრალური დეპოზიტარის ახალი წესების მიღების, არსებულ წესებში ცვლილების შეტანის ან მათი გაუქმების თაობაზე შეტყობინებას საქართველოს ეროვნული ბანკი ამ კანონის 34 1 მუხლის 1 2 პუნქტით დადგენილი წესით განიხილავს.
16. ცენტრალური დეპოზიტარის სახელწოდება უნდა შეიცავდეს სიტყვებს „ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი“, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
17. ცენტრალურ დეპოზიტარს ეკრძალება, განახორციელოს ყოველგვარი საქმიანობა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული ცენტრალური დეპოზიტარის საქმიანობისა და მასთან დაკავშირებული, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული სხვა საქმიანობებისა.
18. ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზირებისა და რეგულირების დამატებითი წესები და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах