საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ
Статья 11. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში და რეიდებზე უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდის შესვლა
1. უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდს უფლება აქვს, შევიდეს საქართველოს შიგა საზღვაო წყლებში უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდებისათვის ღია ნავსადგურებში და რეიდებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნებართვით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდებისათვის ღია ნავსადგურებში და რეიდზე უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდის შესვლისათვის წინასწარი ნებართვის მოთხოვნა ხდება შესვლამდე 30 დღით ადრე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული წინასწარი ნებართვა საჭირო არ არის: ა) ოფიციალური ვიზიტის დროს, როცა უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდზე ან სახელმწიფო გემზე იმყოფება სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ან საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელი. ასეთი ვიზიტის დროს წინასწარი შეტყობინება ხდება სავარაუდო შესვლამდე 5 დღით ადრე; ბ) ავარიით, სტიქიური უბედურებით, შტორმით და სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის აუცილებლობით გამოწვეული იძულებითი შესვლის შემთხვევაში სამხედრო ხომალდის მეთაური ვალდებულია ნებისმიერი საშუალებით დაუკავშირდეს საქართველოს უახლოესი ნავსადგურის კაპიტანს და იმოქმედოს მისი მითითებებით. საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1359 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5625 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.
