Статья 69. საზღვაო ან საჰაერო ხომალდის შემოსვლის შესახებ შეტყობინება
1. იმ საზღვაო ან საჰაერო ხომალდის ოპერატორმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოდის, საბაჟო ორგანოს ამ ხომალდის შემოსვლის შესახებ უნდა შეატყობინოს მისი შემოსვლისთანავე. თუ საზღვაო ან საჰაერო ხომალდის შემოსვლის შესახებ ინფორმაცია საბაჟო ორგანოსთვის ხელმისაწვდომია, მან შეიძლება არ მოითხოვოს ამ ინფორმაციის შეტყობინება.
2. საზღვაო ან საჰაერო ხომალდის შემოსვლის შესახებ შესატყობინებლად საბაჟო ორგანოს თანხმობით შეიძლება გამოყენებულ იქნეს პორტის ან აეროპორტის შესაბამისი სისტემა ან ინფორმაციის გადაცემის სხვა საშუალება.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის შეტყობინების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
