უცხო ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის განხორციელებისას ვალდებულნი არიან: ა) უზრუნველყონ საქართველოს უფლება მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო კვლევაში, განსაკუთრებით – კვლევით გემებზე და მოწყობილობებზე განხორციელებულ კვლევაში, თუ ეს პრაქტიკულად შესაძლებელია; ბ) საქართველოს თხოვნით მიაწოდონ მას წინასწარი მოხსენებები, როგორც კი ეს პრაქტიკულად გახდება შესაძლებელი, აგრეთვე კვლევის საბოლოო შედეგები და დასკვნები; გ) საშუალება მისცენ საქართველოს გაეცნოს სამეცნიერო კვლევის შედეგებს, გადასცენ მას მონაცემები, რომელთა ასლის გადაღებაც შესაძლებელია და ნიმუშები, რომელთა განაწილებაც მათი სამეცნიერო ღირებულების შემცირების გარეშე შეიძლება; დ) საქართველოს თხოვნით მიაწოდონ მას ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების, ნიმუშებისა და კვლევის შედეგების შემაჯამებელი ინფორმაცია ან დაეხმარონ მას მათ შეფასებასა და ინტერპრეტაციაში; ე) დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს შესაბამის ორგანოებს სამეცნიერო კვლევის პროექტში შეტანილი ყველა მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ; ვ) კვლევის დასრულების შემდეგ დაშალონ სამეცნიერო მოწყობილობები, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ
Статья 51. უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი პირობების დაცვის ვალდებულება
Редакция №25 Сверено с действующей редакцией · 13 дек. 2023 г.
