1.საქართველოს უფლება აქვს მოითხოვოს თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის შეჩერება, თუ: ა) კვლევითი საქმიანობა არ ხორციელდება ამ კანონის 50-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამისად; ბ) უცხო ქვეყანა ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო კვლევას, არ იცავს ამ კანონის 51-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ
