1.სპეციალური მოკვლევა ტარდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იმ მიწის ნაკვეთის ან მიწის ნაკვეთის იმ ნაწილის თაობაზე, რომელზედაც შესაძლებელია გაშენდეს ქარსაფარი ზოლი. აღნიშნული სპეციალური მოკვლევა მოიცავს შესაბამისი მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის ნიადაგური და კლიმატური პირობებისა და მასზე მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესახებ მონაცემების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაციის შეგროვებას.
ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ

