სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Статья 14^5. აღსრულების პოლიციელის სოციალური დაცვა
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს აღსრულების პოლიციელის სოციალურ დაცვას.
2. აღსრულების პოლიციელისათვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე.
3. აღსრულების პოლიციელი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას.
4. (ამოღებულია).
5. ზიანი, რომელიც აღსრულების პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიადგა, სრულად აუნაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 ათასი ლარის ოდენობით. აღსრულების პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს აღსრულების ეროვნული ბიურო.
7. თუ აღსრულების პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრდა ან/და აღსრულების პოლიციელს ამ მოვალეობის შესრულებისას შესაძლებლობა შეეზღუდა, მას ჯანმრთელობის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 5 000 ლარისა.
8. (ამოღებულია).
9. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში აღსრულების პოლიციელისათვის შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები. საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №842 - ვებგვერდი, 03.07.2025წ. თავი III 2 კერძო აღმასრულებელი საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
