1.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სამსახურის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში დაღუპულის მეუღლეს, შვილებსა და შრომისუუნარო მშობლებს პროპორციულად მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. თუ ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება მხოლოდ მშობლებს აქვთ, მათ დახმარება ყველა შემთხვევაში მიეცემათ.
2.სამსახურის თანამშრომელს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით დასახიჩრდა ან რომელსაც დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად მიეცემა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.
