სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თავის თანამშრომლებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევით. ზარალს, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიადგა, თუ ეს არ არის მისი უკანონო ქმედების შედეგი, მას სრულად აუნაზღაურებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის შესაძლებლობის შეზღუდვის ან/და დასახიჩრების, ტრავმირების, დაღუპვის ან ტრავმირებით გამოწვეული ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევა არის სადაზღვევო რისკი, რომლის დროსაც ამ თანამშრომელს ან მის ოჯახს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან აღნიშნული სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მიეცემა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ან/და შესაძლებლობის შეზღუდვის შემთხვევაში – 7 000 ლარი; ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების შემთხვევაში – 4 000 ლარი; გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში – 2 000 ლარი; დ) გარდაცვალების შემთხვევაში − 15 000 ლარი. ამასთანავე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აანაზღაურებს გარდაცვლილი პირის გადასვენებასა და დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს. 2 1 . სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის მიერ განსაკუთრებულ გარემოებებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონის მე-8 მუხლის „დ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას, მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე, სამსახურისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ანაზღაურებს აგრეთვე სამსახურის მოსამსახურის ნეშტის გადასვენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
3.განსაზღვრული სადაზღვევო ანაზღაურების ფარგლებში დაზღვევის ხელშეკრულებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ამ კანონით დადგენილზე უფრო ხელსაყრელი ან დამატებითი პირობები. შესაბამისი ლიცენზიის მქონე სადაზღვევო ორგანიზაცია შეირჩევა სახელმწიფო შესყიდვის წესით. სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს, ისარგებლოს მისთვის სასურველი სადაზღვევო ორგანიზაციის მომსახურებით, რომლის უზრუნველყოფაც განხორციელდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად. თანამშრომლის ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა არ ითვალისწინებს სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებით გათვალისწინებული ხარჯების, უკანონო ქმედებით ან თვითდაშავებით მიღებული დაზიანების მკურნალობის ხარჯების, ნარკოტიკული ან ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების გამო მიღებული დაზიანების მკურნალობის ხარჯების და კოსმეტიკური ან არასამედიცინო მიზნით მკურნალობის ხარჯების დაფარვას. თანამშრომლის ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა ითვალისწინებს: ა) ყოველწლიური სავალდებულო სამედიცინო გამოკვლევის ხარჯებს; ბ) სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯებს; გ) სამედიცინო კონსულტაციების მიღების ხარჯებს; დ) ამბულატორიული მკურნალობის (ყველა ტიპის ლაბორატორიული გამოკვლევა, ფუნქციური დიაგნოსტიკა), მკურნალი ექიმისა და სპეციალისტების ხარჯებს; ე) ჰოსპიტალური მკურნალობის ხარჯებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში საოპერაციო ხარჯებსაც მოიცავს; ვ) სამედიცინო დაწესებულების რეცეპტით შეძენილი მედიკამენტების ღირებულების 80 პროცენტის დაფარვის ხარჯებს. [ 3. განსაზღვრული სადაზღვევო ანაზღაურების ფარგლებში დაზღვევის ხელშეკრულებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ამ კანონით დადგენილზე უფრო ხელსაყრელი ან დამატებითი პირობები. შესაბამისი ლიცენზიის მქონე სადაზღვევო ორგანიზაცია შეირჩევა საჯარო შესყიდვის მეშვეობით. სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს, ისარგებლოს მისთვის სასურველი სადაზღვევო ორგანიზაციის მომსახურებით, რომლის უზრუნველყოფაც განხორციელდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად. სამსახურის თანამშრომლის ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა არ ითვალისწინებს სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებით განსაზღვრული ხარჯების, უკანონო ქმედებით ან თვითდაშავებით მიღებული დაზიანების მკურნალობის ხარჯების, ნარკოტიკული ან ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების გამო მიღებული დაზიანების მკურნალობის ხარჯებისა და კოსმეტიკური ან არასამედიცინო მიზნით მკურნალობის ხარჯების დაფარვას. სამსახურის თანამშრომლის ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა ითვალისწინებს: ა) ყოველწლიური სავალდებულო სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების ხარჯებს; ბ) სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის ხარჯებს; გ) სამედიცინო კონსულტაციების მიღების ხარჯებს; დ) ამბულატორიული მკურნალობის (ყველა ტიპის ლაბორატორიული გამოკვლევა, ფუნქციური დიაგნოსტიკა) ჩატარების, მკურნალი ექიმისა და სპეციალისტების ხარჯებს; ე) ჰოსპიტალური მკურნალობის ჩატარების ხარჯებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში საოპერაციო ხარჯებსაც მოიცავს; ვ) სამედიცინო დაწესებულების რეცეპტით შეძენილი მედიკამენტების ღირებულების 80 პროცენტის დაფარვის ხარჯებს. (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)] 3 1 . სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირების მიზნით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დამადასტურებელ პირობებად ითვლება: ა) თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულება; ბ) ხელმძღვანელი პირის ბრძანების, განკარგულების, დავალების ან დასახული ამოცანის შესრულება; გ) სასწავლო, საწვრთნელ-სავარჯიშო და სხვა სამსახურებრივ შეკრებებში მონაწილეობა; დ) სამუშაო ადგილზე, სამსახურებრივი საჭიროებით განპირობებულ ან მასთან დაკავშირებულ ადგილზე ყოფნა; ე) სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნა, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული დაზიანების ან ავადმყოფობის გამო სამკურნალოდ ყოფნა; ვ) სამსახურის ადგილამდე მგზავრობა ან დაბრუნება; ზ) ტყვეობაში, მძევლად (გარდა ნებაყოფლობით დანებებისა ან მოწინააღმდეგის მხარეს გადასვლისა) ან ინტერნირებულად ყოფნა; თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, პატივისა და ღირსების დაცვა; ი) სამართალდამცავი ორგანოებისათვის დახმარების გაწევა; კ) სხვაგვარი ქმედება, რომელიც სასამართლომ საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვისათვის ჩადენილად ცნო; ლ) უკანონოდ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების მოხდის პერიოდი.
4.(ამოღებულია).
5.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის, სამსახურიდან დათხოვნილი პირისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ და სამართლებრივ დაცვას კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო.
6.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაღუპული (გარდაცვლილი) თანამშრომლის ოჯახს შეუნარჩუნდება ბინის მიღების უფლება იმ საფუძვლითა და პირობებით, რაც მას დაღუპვამდე (გარდაცვალებამდე) ჰქონდა.
7.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს სახელმწიფო უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურებით; სამედიცინო მომსახურების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
8.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს უფასოდ ისარგებლოს საქალაქო, საგარეუბნო და ადგილობრივი მიმოსვლის ყველა სახის სახელმწიფო ტრანსპორტით (ტაქსის გარდა).
9.სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მიღებულ სამოქალაქო პირზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვრცელდება საკონტრაქტო-პროფესიული მოსამსახურისა და კადრის მოსამსახურისთვის დადგენილი სოციალური დაცვის გარანტიები, აგრეთვე ამ სამსახურის დისციპლინური წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
10.სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში იმ სახელმწიფო უწყებების მოსამსახურეთა გადმოსვლის შემთხვევაში, სადაც მათ მიენიჭათ სამხედრო ან „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური წოდება, აღნიშნულ მოსამსახურეებს შეუნარჩუნდებათ ამ სახელმწიფო უწყებებში მუშაობის სტაჟი.
11.საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას უფლება აქვთ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლისათვის დაადგინონ სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები, რომლებიც გათვალისწინებული არ არის ამ კანონით.
12.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა უზრუნველყოფილია სამსახურის გავლისათვის ჯანსაღი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნით, სამსახურისათვის დამახასიათებელი რისკფაქტორების შემცირების ღონისძიებათა სისტემით, რომელსაც ახორციელებს სამსახურის ხელმძღვანელობა.
13.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სამართლებრივი და სოციალური დაცვის სხვა გარანტიები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.14 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2943 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.96 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი №206 - ვებგვერდი, 28.01.2013წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1927 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4544 – ვებგვერდი, 10.05.2019წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2563 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3510 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4409 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №849 – ვებგვერდი, 03.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1697 – ვებგვერდი, 15.06.2026წ.
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თავის თანამშრომლებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევით. ზარალს,ზარალ ს , რომელიც მიადგა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიადგა,შესრულებისას, თუ ეს არ არის მისი უკანონო ქმედების შედეგი, მას სრულად აუნაზღაურებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის შესაძლებლობის შეზღუდვისდაინვალიდების ან/და დასახიჩრების, ტრავმირების,ტრავმის მიღების, დაღუპვის ან ტრავმირებითმიღებული ტრავმის შედეგად გამოწვეული ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევა არის სადაზღვევო რისკი, რომლის დროსაც ამ თანამშრომელს ან მის ოჯახს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვისსამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან აღნიშნული სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზეაქტით მიეცემაეძლევა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) ჯანმრთელობისსხეულის მძიმე დაზიანებისდაზიანებისას ან/და შესაძლებლობის შეზღუდვის შემთხვევაშიდაინვალიდებისას – 77000 000(შვიდი ათასი) ლარი; ბ) ჯანმრთელობისსხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების შემთხვევაშიდაზიანებისას – 44000 000(ოთხი ათასი) ლარი; გ) ჯანმრთელობისსხეულის მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში დაზიანებისას – 2 000 (ორი ათასი) ლარი; დ) გარდაცვალების შემთხვევაშიგარდაცვალებისას − 15 000 ლარი. ამასთანავე,(თხუთმეტი სახელმწიფოათასი) დაცვისლარი. სპეციალურიამასთანავე, სამსახური აანაზღაურებს გარდაცვლილი პირისნეშტის გადასვენებასაგადასვენებასთან და დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს. 2 1 . სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის მიერ განსაკუთრებულ გარემოებებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონის მე-8 მუხლის „დ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას, მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე, სამსახურისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ანაზღაურებს აგრეთვე სამსახურის მოსამსახურის ნეშტის გადასვენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. 3. განსაზღვრული სადაზღვევო ანაზღაურების ფარგლებში დაზღვევის ხელშეკრულებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ამ კანონით დადგენილზე უფრო ხელსაყრელი ან დამატებითი პირობები. შესაბამისი ლიცენზიის მქონე სადაზღვევო ორგანიზაცია შეირჩევა სახელმწიფო შესყიდვის წესით. სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს, ისარგებლოს მისთვის სასურველი სადაზღვევო ორგანიზაციის მომსახურებით, რომლის უზრუნველყოფაც განხორციელდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად. თანამშრომლის ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა არ ითვალისწინებს სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებით გათვალისწინებული ხარჯების, უკანონო ქმედებით ან თვითდაშავებით მიღებული დაზიანების მკურნალობის ხარჯების, ნარკოტიკული ან ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების გამო მიღებული დაზიანების მკურნალობის ხარჯების და კოსმეტიკური ან არასამედიცინო მიზნით მკურნალობის ხარჯების დაფარვას. თანამშრომლის ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა ითვალისწინებს: ა) ყოველწლიური სავალდებულო სამედიცინო გამოკვლევის ხარჯებს; ბ) სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯებს; გ) სამედიცინო კონსულტაციების მიღების ხარჯებს; დ) ამბულატორიული მკურნალობის (ყველა ტიპის ლაბორატორიული გამოკვლევა, ფუნქციური დიაგნოსტიკა), მკურნალი ექიმისა და სპეციალისტების ხარჯებს; ე) ჰოსპიტალური მკურნალობის ხარჯებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში საოპერაციო ხარჯებსაც მოიცავს; ვ) სამედიცინო დაწესებულების რეცეპტით შეძენილი მედიკამენტების ღირებულების 80 პროცენტის დაფარვის ხარჯებს. [ 3. განსაზღვრული სადაზღვევო ანაზღაურების ფარგლებში დაზღვევის ხელშეკრულებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ამ კანონით დადგენილზე უფრო ხელსაყრელი ან დამატებითი პირობები. შესაბამისი ლიცენზიის მქონე სადაზღვევო ორგანიზაცია შეირჩევა საჯარო შესყიდვის მეშვეობით. სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს, ისარგებლოს მისთვის სასურველი სადაზღვევო ორგანიზაციის მომსახურებით, რომლის უზრუნველყოფაც განხორციელდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად. სამსახურის თანამშრომლის ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა არ ითვალისწინებს სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებით განსაზღვრული ხარჯების, უკანონო ქმედებით ან თვითდაშავებით მიღებული დაზიანების მკურნალობის ხარჯების, ნარკოტიკული ან ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების გამო მიღებული დაზიანების მკურნალობის ხარჯებისა და კოსმეტიკური ან არასამედიცინო მიზნით მკურნალობის ხარჯების დაფარვას. სამსახურის თანამშრომლის ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა ითვალისწინებს: ა) ყოველწლიური სავალდებულო სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების ხარჯებს; ბ) სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის ხარჯებს; გ) სამედიცინო კონსულტაციების მიღების ხარჯებს; დ) ამბულატორიული მკურნალობის (ყველა ტიპის ლაბორატორიული გამოკვლევა, ფუნქციური დიაგნოსტიკა) ჩატარების, მკურნალი ექიმისა და სპეციალისტების ხარჯებს; ე) ჰოსპიტალური მკურნალობის ჩატარების ხარჯებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში საოპერაციო ხარჯებსაც მოიცავს; ვ) სამედიცინო დაწესებულების რეცეპტით შეძენილი მედიკამენტების ღირებულების 80 პროცენტის დაფარვის ხარჯებს. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] 3 1 . სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირების მიზნით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დამადასტურებელ პირობებად ითვლება: ა) თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულება; ბ) ხელმძღვანელი პირის ბრძანების, განკარგულების, დავალების ან დასახული ამოცანის შესრულება; გ) სასწავლო, საწვრთნელ-სავარჯიშო და სხვა სამსახურებრივ შეკრებებში მონაწილეობა; დ) სამუშაო ადგილზე, სამსახურებრივი საჭიროებით განპირობებულ ან მასთან დაკავშირებულ ადგილზე ყოფნა; ე) სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნა, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული დაზიანების ან ავადმყოფობის გამო სამკურნალოდ ყოფნა; ვ) სამსახურის ადგილამდე მგზავრობა ან დაბრუნება; ზ) ტყვეობაში, მძევლად (გარდა ნებაყოფლობით დანებებისა ან მოწინააღმდეგის მხარეს გადასვლისა) ან ინტერნირებულად ყოფნა; თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, პატივისა და ღირსების დაცვა; ი) სამართალდამცავი ორგანოებისათვის დახმარების გაწევა; კ) სხვაგვარი ქმედება, რომელიც სასამართლომ საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვისათვის ჩადენილად ცნო; ლ) უკანონოდ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების მოხდის პერიოდი. 4. (ამოღებულია). 5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის, სამსახურიდან დათხოვნილი პირისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ და სამართლებრივ დაცვას კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო. 6. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაღუპული (გარდაცვლილი) თანამშრომლის ოჯახს შეუნარჩუნდება ბინის მიღების უფლება იმ საფუძვლითა და პირობებით, რაც მას დაღუპვამდე (გარდაცვალებამდე) ჰქონდა. 7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს სახელმწიფო უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურებით; სამედიცინო მომსახურების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 8. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს უფასოდ ისარგებლოს საქალაქო, საგარეუბნო და ადგილობრივი მიმოსვლის ყველა სახის სახელმწიფო ტრანსპორტით (ტაქსის გარდა). 9. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მიღებულ სამოქალაქო პირზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვრცელდება საკონტრაქტო-პროფესიული მოსამსახურისა და კადრის მოსამსახურისთვის დადგენილი სოციალური დაცვის გარანტიები, აგრეთვე ამ სამსახურის დისციპლინური წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნები. 10. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში იმ სახელმწიფო უწყებების მოსამსახურეთა გადმოსვლის შემთხვევაში, სადაც მათ მიენიჭათ სამხედრო ან „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური წოდება, აღნიშნულ მოსამსახურეებს შეუნარჩუნდებათ ამ სახელმწიფო უწყებებში მუშაობის სტაჟი. 11. საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას უფლება აქვთ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლისათვის დაადგინონ სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები, რომლებიც გათვალისწინებული არ არის ამ კანონით. 12. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა უზრუნველყოფილია სამსახურის გავლისათვის ჯანსაღი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნით, სამსახურისათვის დამახასიათებელი რისკფაქტორების შემცირების ღონისძიებათა სისტემით, რომელსაც ახორციელებს სამსახურის ხელმძღვანელობა. 13. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სამართლებრივი და სოციალური დაცვის სხვა გარანტიები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.14 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2943 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.96 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი №206 - ვებგვერდი, 28.01.2013წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1927 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4544 – ვებგვერდი, 10.05.2019წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2563 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3510 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4409 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №849 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.
—
—