1.ამ კანონის მიზანია: ა) თეატრალური საქმიანობის შემოქმედებითი თავისუფლების სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფა; ბ) ეროვნული თეატრალური კულტურის თვითმყოფადობის შენარჩუნება; გ) ეროვნული თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა; დ) თეატრალურ ხელოვნებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
2.ამ კანონის ამოცანებია: ა) პროფესიული სახელმწიფო, მუნიციპალური, შერეული და კერძო თეატრების საქმიანობის სამართლებრივი გარანტიების დაცვა; ბ) თეატრის თავისუფალი შემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა; გ) ინოვაციური პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; დ) თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო მხარდაჭერის თანამიმდევრული პოლიტიკის განხორციელება; ე) თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის პროფესიულ ზრდაზე ზრუნვა; ვ) თეატრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა; ზ) სპექტაკლების აუდიო-, ვიდეო- და ელექტრონული ვერსიების შექმნის ხელშეწყობა; თ) მაყურებლისთვის სპექტაკლებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ი) საერთაშორისო კონტაქტების განვითარება.
