1.პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური თეატრების უფლებაა: ა) შემოქმედებითი საქმიანობის დამოუკიდებლობა და თავისუფლება; ბ) მხატვრული მიმართულებისა და რეპერტუარის თავისუფალი არჩევა; გ) საკუთარი თეატრალური პროდუქციით სარგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) საქართველოს კანონმდებლობით და შესაბამისი თეატრის დებულებით (წესდებით) განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2.პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური თეატრების მოვალეობაა: ა) საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა; ბ) შრომითი ურთიერთობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმართვა; გ) შემოქმედებითი, ორგანიზაციული და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ანგარიშგების წარმოება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) შესაბამისი თეატრის სარგებლობაში არსებული ქონების უსაფრთხოების დაცვა; ე) საქართველოს კანონმდებლობით და შესაბამისი თეატრის დებულებით (წესდებით) განსაზღვრული სხვა მოვალეობების შესრულება.
