1.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მცველს უფლება აქვს გამოიყენოს სპეციალური საშუალებები: ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება, სატრანსპორტო საშუალება, წყალსატყორცნი, სასამსახურო ძაღლი: ა) ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება – დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ან შეიძლება გაუწიოს მცველს ან ცდილობს გაქცევას; ბ) რეზინის ხელკეტი – პიროვნებაზე, მცველზე ან დაცვის ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი აშკარად არ ემორჩილება მცველის კანონიერ მოთხოვნას; გ) ცრემლსადენი გაზი – პიროვნებაზე, მცველზე ან დაცვის ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით; დ) დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება – დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას; ე) წყალსატყორცნი – დაცვის ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად; ვ) სასამსახურო ძაღლი – დაცვის ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად.
კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ
