არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
Статья 34. არასრულწლოვნის წინააღმდეგ ძალის, სპეციალური საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შეზღუდვა
1. აკრძალულია ძალისა და სპეციალური საშუალების გამოყენება არასრულწლოვნის დაკავებისას, სასამართლოში წარდგენისას, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ან სასჯელის აღსრულებისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არასრულწლოვნის დასაკავებლად, მის მიერ თვითდაზიანების ან/და სხვებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად ყველა სხვა საშუალება გამოყენებულია, მაგრამ უშედეგოდ, და კანონით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზანი სხვა, ნაკლები ზიანის გამომწვევი საშუალებით ვერ მიიღწევა.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ძალისა და სპეციალური საშუალების სახით დასაშვებია მხოლოდ ფიზიკური ძალის და ხელბორკილისა და შებორკვის სხვა საშუალების გამოყენება, ხოლო ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღსაკვეთად, თავდასხმის მოსაგერიებლად და შეიარაღებული პირის დასაკავებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე ხელკეტი, შესაბოჭი ბადე, ცრემლსადენი გაზი ან/და წყალსატყორცნი.
3. არასრულწლოვნის წინააღმდეგ ძალა და სპეციალური საშუალება: ა) გამოყენებული უნდა იქნეს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით; ბ) გამოყენებული უნდა იქნეს კანონით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და, შესაბამისად, გარემოებების თანაზომიერი უნდა იყოს; გ) გამოყენებული არ უნდა იქნეს დამამცირებელი ან ღირსების შემლახავი ფორმით.
