Статья 25. სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება
Редакция №25 Сверено с действующей редакцией · 10 июн. 2026 г.
1.სახელმწიფო უსაფრთხოების დასაცავად მოსამსახურე იყენებს პასიურ და აქტიურ სპეციალურ საშუალებებს.
2.პასიური სპეციალური საშუალებები უზრუნველყოფს მოსამსახურის ან/და მის მიერ დასაცავი პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. პასიური სპეციალური საშუალებებია: ჯავშანჟილეტი, ჩაფხუტი, ფარი, აირწინაღი, სხეულის დაცვის სხვა სპეციალური საშუალებები.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ
აქტიური სპეციალური საშუალებები პირს მოკლე ვადით ართმევს მოსამსახურისათვის წინააღმდეგობის გაწევის უნარს ან/და მოსამსახურეს თავისი ფუნქციის შესრულებაში ეხმარება. აქტიური სპეციალური საშუალებებია: ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება, სპეციალური ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება და არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი), ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, სპეციალური საღებავი, სასამსახურო ძაღლი და სასამსახურო ცხენი, ელექტროშოკური მოწყობილობა, შესაბოჭი ბადე. აღნიშნული სპეციალური საშუალებები გამოიყენება:
ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება – დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება ან შეიძლება გაუძალიანდეს მოსამსახურეს, ან გაქცევას ცდილობს; დაკავებულის ან დაპატიმრებულის ბადრაგირებისას; თუ პირს თავისი საშიში მოქმედებით შეუძლია ზიანი მიაყენოს საკუთარ თავსა და სხვას;
ბ) სპეციალური ხელკეტი – პირზე, მოსამსახურეზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი ბოროტად არ ემორჩილება მოსამსახურის კანონიერ მოთხოვნას;
გ) ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება და არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი) – პირზე, მოსამსახურეზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, ან მისი იძულების მიზნით, დატოვოს დაკავებული ტერიტორია, სატრანსპორტო საშუალება ან შენობა-ნაგებობა, სადაც თავს აფარებს;
დ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა – სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, პირზე ან/და მოსამსახურეზე თავდასხმის მოსაგერიებლად, შეიარაღებული წინააღმდეგობის გამწევი პირის დასაკავებლად; შენობა-ნაგებობიდან, მიწის ნაკვეთიდან, სატრანსპორტო საშუალებიდან შეჭრილი დამნაშავის გამოსაძევებლად, უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილის გასათავისუფლებლად;
ე) ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება – იმ სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმა არ შეასრულა მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნა გაჩერების შესახებ და არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს ან მასში იმყოფება პირი, რომელიც ამზადებს ან სჩადის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულს, თუ ასეთი საშუალების გამოყენება აუცილებელია პროპორციული სამართლებრივი სიკეთის დასაცავად;
ვ) დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება – დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, დახურული სივრციდან უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილის გასათავისუფლებლად;
ზ) წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება – სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, იმ სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმა არ შეასრულა მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნა გაჩერების შესახებ და არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს ან მასში იმყოფება პირი, რომელიც ამზადებს ან სჩადის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულს, თუ ასეთი საშუალების გამოყენება აუცილებელია პროპორციული სამართლებრივი სიკეთის დასაცავად, შეიარაღებული დამნაშავის დასაკავებლად;
თ) სპეციალური საღებავი – დანაშაულის ჩამდენი პირის გამოსავლენად;
ი) სასამსახურო ძაღლი – დანაშაულის ჩამდენი პირის დევნისას და დაკავებისას, დაკავებულის ან დაპატიმრებულის ბადრაგირებისას, პირზე ან/და მოსამსახურეზე თავდასხმის მოსაგერიებლად;
კ) ელექტროშოკური მოწყობილობა – პირზე, მოსამსახურეზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, დამნაშავის დაკავებისას;
ლ) შესაბოჭი ბადე – სამართალდამრღვევის დევნისას, შეიარაღებული თავდასხმის მოსაგერიებლად, თავდამსხმელის შესაპყრობად.
4.მოსამსახურე ვალდებულია სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად პირის დაჭრის ან დაზიანების შესახებ უშუალო უფროსსა და პროკურორს აცნობოს.
5.თუ სპეციალური საშუალება პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ იქნა გამოყენებული, ამის შესახებ იმ მოსამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა, რომელმაც სპეციალური საშუალება გამოიყენა, უშუალო უფროსსა და პროკურორს უნდა აცნობოს.
6.სამსახურის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი განისაზღვრება სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით.
Сравнить редакции
1. სახელმწიფო უსაფრთხოების დასაცავად მოსამსახურე იყენებს პასიურ და აქტიურ სპეციალურ საშუალებებს.2. პასიური სპეციალური საშუალებები უზრუნველყოფს მოსამსახურის ან/და მის მიერ დასაცავი პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. პასიური სპეციალური საშუალებებია: ჯავშანჟილეტი, ჩაფხუტი, ფარი, აირწინაღი, სხეულის დაცვის სხვა სპეციალური საშუალებები.3. აქტიური სპეციალური საშუალებები პირს მოკლე ვადით ართმევს მოსამსახურისათვის წინააღმდეგობის გაწევის უნარს ან/და მოსამსახურეს თავისი ფუნქციის შესრულებაში ეხმარება. აქტიური სპეციალური საშუალებებია: ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება, სპეციალური ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება და არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი), ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, სპეციალური საღებავი, სასამსახურო ძაღლი და სასამსახურო ცხენი, ელექტროშოკური მოწყობილობა, შესაბოჭი ბადე. აღნიშნული სპეციალური საშუალებები გამოიყენება:ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება – დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება ან შეიძლება გაუძალიანდეს მოსამსახურეს, ან გაქცევას ცდილობს; დაკავებულის ან დაპატიმრებულის ბადრაგირებისას; თუ პირს თავისი საშიში მოქმედებით შეუძლია ზიანი მიაყენოს საკუთარ თავსა და სხვას;ბ) სპეციალური ხელკეტი – პირზე, მოსამსახურეზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი ბოროტად არ ემორჩილება მოსამსახურის კანონიერ მოთხოვნას;გ) ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება და არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი) – პირზე, მოსამსახურეზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, ან მისი იძულების მიზნით, დატოვოს დაკავებული ტერიტორია, სატრანსპორტო საშუალება ან შენობა-ნაგებობა, სადაც თავს აფარებს;დ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა – სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, პირზე ან/და მოსამსახურეზე თავდასხმის მოსაგერიებლად, შეიარაღებული წინააღმდეგობის გამწევი პირის დასაკავებლად; შენობა-ნაგებობიდან, მიწის ნაკვეთიდან, სატრანსპორტო საშუალებიდან შეჭრილი დამნაშავის გამოსაძევებლად, უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილის გასათავისუფლებლად;ე) ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება – იმ სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმა არ შეასრულა მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნა გაჩერების შესახებ და არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს ან მასში იმყოფება პირი, რომელიც ამზადებს ან სჩადის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულს, თუ ასეთი საშუალების გამოყენება აუცილებელია პროპორციული სამართლებრივი სიკეთის დასაცავად;ვ) დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება – დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, დახურული სივრციდან უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილის გასათავისუფლებლად;ზ) წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება – სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, იმ სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმა არ შეასრულა მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნა გაჩერების შესახებ და არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს ან მასში იმყოფება პირი, რომელიც ამზადებს ან სჩადის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულს, თუ ასეთი საშუალების გამოყენება აუცილებელია პროპორციული სამართლებრივი სიკეთის დასაცავად, შეიარაღებული დამნაშავის დასაკავებლად;თ) სპეციალური საღებავი – დანაშაულის ჩამდენი პირის გამოსავლენად;ი) სასამსახურო ძაღლი – დანაშაულის ჩამდენი პირის დევნისას და დაკავებისას, დაკავებულის ან დაპატიმრებულის ბადრაგირებისას, პირზე ან/და მოსამსახურეზე თავდასხმის მოსაგერიებლად;კ) ელექტროშოკური მოწყობილობა – პირზე, მოსამსახურეზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, დამნაშავის დაკავებისას;ლ) შესაბოჭი ბადე – სამართალდამრღვევის დევნისას, შეიარაღებული თავდასხმის მოსაგერიებლად, თავდამსხმელის შესაპყრობად.4. მოსამსახურე ვალდებულია სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად პირის დაჭრის ან დაზიანების შესახებ უშუალო უფროსსა და პროკურორს აცნობოს.5. თუ სპეციალური საშუალება პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ იქნა გამოყენებული, ამის შესახებ იმ მოსამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა, რომელმაც სპეციალური საშუალება გამოიყენა, უშუალო უფროსსა და პროკურორს უნდა აცნობოს.6. სამსახურის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი განისაზღვრება სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით.
Нужна помощь с этим законом?
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.