1.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს გამოიყენოს სპეციალური საშუალებები: ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, ფსიქოლოგიური ზემოქმედებითი შუქბგერითი მოწყობილობა, დაბრკოლების დამანგრეველი და ტრანსპორტის იძულებით გაჩერების საშუალება, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, წყალსატყორცნი, ელექტროშოკური მოწყობილობა, სასამსახურო ძაღლი, ინდივიდუალური კონტროლის ტექნიკური საშუალებები: ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება – დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება ან შეიძლება გაუძალიანდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს ან ცდილობს გაქცევას; ბ) რეზინის ხელკეტი პიროვნებაზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელზე ან დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი აშკარად არ ემორჩილება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას; გ) ცრემლსადენი გაზი – პიროვნებაზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელზე, დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით, რათა მან დატოვოს დაკავებული სატრანსპორტო საშუალება ან შენობა-ნაგებობა, რომელსაც თავს აფარებს; დ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა – პიროვნებაზე, სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელზე თავდასხმის მოსაგერიებლად ან შეიარაღებული წინააღმდეგობის გამწევი პირის დასაკავებლად, შენობა-ნაგებობიდან, მიწის ნაკვეთიდან, სატრანსპორტო საშუალებიდან დამნაშავის გამოსაძევებლად, მძევლების გასათავისუფლებლად; ე) ტრანსპორტის იძულებით გაჩერების საშუალება – სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, თუ მისმა მძღოლმა არ შეასრულა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მოთხოვნა, რომ გაჩერებულიყო; ვ) დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება – დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, მძევლების გასათავისუფლებლად; ზ) წყალსატყორცნი ან ჯავშანმანქანა – სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ობიექტებზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, თუ მისმა მძღოლმა არ შეასრულა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მოთხოვნა, რომ გაჩერებულიყო, შეიარაღებულ დამნაშავეთა დასაკავებლად; თ) ელექტროშოკური მოწყობილობა – პიროვნებაზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელზე ან დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; ი) სასამსახურო ძაღლი – დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარებისას.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ
