Статья 4. ობიექტების
რისკის კატეგორიების განსაზღვრა 1. ობიექტები, რომელთა გეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველ მეხუთე წელს, განეკუთვნება I რისკის კატეგორიის ობიექტებს.
2. ობიექტები, რომელთა გეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველ მეოთხე წელს, განეკუთვნება II რისკის კატეგორიის ობიექტებს.
3. ობიექტები, რომელთა გეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველ მესამე წელს, განეკუთვნება III რისკის კატეგორიის ობიექტებს.
4. ობიექტები, რომელთა გეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველ მეორე წელს, განეკუთვნება IV რისკის კატეგორიის ობიექტებს.
5. ობიექტები, რომელთა გეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველწლიურად, განეკუთვნება V რისკის კატეგორიის ობიექტებს.
6. ობიექტები, რომელთა გეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველ მეექვსე თვეს, განეკუთვნება VI რისკის კატეგორიის ობიექტებს.
