1.ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება რისკის ანალიზისა და შეფასების სისტემის საფუძველზე.
2.ტექნიკური რეგლამენტი ინსპექტირების შესახებ ადგენს რისკის კატეგორიებს და განსაზღვრავს გეგმური ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობას.
3.განსაზღვრული პერიოდულობის გარდა, ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება: ა) საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში შესაძლო საფრთხის შესახებ შეტყობინების საფუძველზე, ვიზუალური დაკვირვებით, ყნოსვითი, სმენითი, შეხებისა და გემოვნური შეგრძნებების საფუძველზე; ბ) ფორსმაჟორის შემთხვევაში; გ) ავარიის შემთხვევაში; დ) უბედური შემთხვევის დროს, რომელსაც მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანება ან სიკვდილი.






