1.უკონკურსოდ დანიშვნა შეიძლება სამინისტროს შემდეგ დიპლომატიურ თანამდებობებზე: ა) მინისტრის მოადგილე; ბ) სამინისტროს დირექტორატის დირექტორი; გ) სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი, მინისტრის კაბინეტის უფროსი, სამინისტროს დირექტორატის დირექტორის მოადგილე, სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამდივნოს უფროსი; დ) სამმართველოს უფროსი; ე) საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; ვ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი; ზ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენელი; თ) საგანგებო დავალებათა ელჩი.
დიპლომატიური სამსახურის შესახებ
