დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Статья 11^4. პირის თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნის წესი
1. თანამდებობაზე უკონკურსოდ ინიშნება: ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელი; ბ) დროებით მოვალეობის შემსრულებელი იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა იქნეს დაკავებული; გ) მოსამსახურე − დაწინაურების შემთხვევაში; დ) მოსამსახურე – სააგენტოს იმავე ან სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში ან ტერიტორიულ ორგანოში გადაყვანისას, თუ იგი აკმაყოფილებს მის მიერ კონკურსის/დაწინაურების წესით დასაკავებელი თანამდებობისთვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაკავებელ თანამდებობაზე მოსამსახურის მისი წერილობითი თანხმობით წარდგენის უფლება აქვს სააგენტოს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს, რომელშიც ხდება ამ მოსამსახურის გადაყვანა.
3. პირი შესაბამის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს უკონკურსოდ, დროებით მოვალეობის შემსრულებლად, არაუმეტეს 6 თვის ვადით. ამ პირის იმავე თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია. დროებით მოვალეობის შემსრულებლად უკონკურსოდ დანიშნულ პირზე არ ვრცელდება ამ კანონის 11 7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 25.12.2025წ.
