Статья 35. იძულების ღონისძიებების გამოყენების შეზღუდვა
1. აკრძალულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვნობის, შეზღუდული შესაძლებლობის ან ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი შეიარაღებულნი ან ჯგუფურად ესხმიან თავს, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ პოლიციელს, რაც საფრთხეს უქმნის სხვა პირის ან პოლიციელის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ ასეთი თავდასხმისა და წინააღმდეგობის სხვაგვარი ხერხებითა და საშუალებებით მოგერიება შეუძლებელია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტიდან გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოუყენებლობა შეუძლებელს ხდის საპოლიციო ფუნქციის შესრულებას. თავი VI პოლიციაში სამსახური
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
პოლიციის შესახებ
