Статья 156. იძულების ღონისძიების გამოყენების შეზღუდვა
1. აკრძალულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვანების, შეზღუდული შესაძლებლობის ან ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი შეიარაღებულნი ან ჯგუფურად ესხმიან თავს, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ მოსამსახურეს, რაც საფრთხეს უქმნის სხვა პირის ან მოსამსახურის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, თუ ასეთი თავდასხმის, წინააღმდეგობის სხვა ხერხითა და საშუალებით მოგერიება შეუძლებელია.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილიდან გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალების გამოუყენებლობა შეუძლებელს ხდის მოსამსახურისთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას. თავი XVI საომარი მდგომარეობა
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
თავდაცვის კოდექსი
