1.ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. ასეთი საქმიანობის ამსახველი მონაცემების, დოკუმენტებისა და წყაროების დადგენილი წესით გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრულ პირებს, აგრეთვე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში − გენერალურ აუდიტორს და მის მიერ უფლებამოსილ პირს. 1 1 . პროკურორს უფლება აქვს, მოტივირებული დადგენილებით მოახდინოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტებისა და მასალების (გარდა ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და მასალებისა) განსაიდუმლოება მათი მტკიცებულებებად გამოყენების მიზნით, თუ ამ დოკუმენტებისა და მასალების განსაიდუმლოება არ ხელყოფს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებს თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობების, დაზვერვის, სახელმწიფო უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში. პროკურორი უფლებამოსილია განსაიდუმლოებულ მასალებში საქართველოს გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით დაფარული დატოვოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში მონაწილე იმ პირის ვინაობა, რომელიც გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობს, თუ მისი ვინაობის გამჟღავნება ზიანს აყენებს ამ პირის უსაფრთხოებას ან/და არსებითად ხელყოფს მართლმსაჯულების ინტერესს. აღნიშნული პირის ვინაობის განსაიდუმლოება შეიძლება მოხდეს საქართველოს გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით, პროკურორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.
2.იმ პირის მიერ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი ცნობების გახმაურება, რომელსაც ეს ცნობები განდობილი ჰქონდა ან რომლისთვისაც ისინი ცნობილი გახდა სამსახურებრივ ან სხვა მოვალეობასთან დაკავშირებით, იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურებისათვის.
3.(ამოღებულია - 01.08.2014, N2635).
4.ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი საიდუმლო თანამშრომლის ან ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროს გახმაურება-გამჟღავნება აკრძალულია გასული დროის მიუხედავად, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5.(ამოღებულია - 01.08.2014, N2635). საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2468-სსმI, №1, 04.01.2010წ. მუხ.1 საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2635 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2644 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3282 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4251 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4596 - ვებგვერდი, 08.05.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1317 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №924– ვებგვერდი, 03.07.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1312– ვებგვერდი, 23.12.2025წ.





