სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ
Статья 20^1. ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების დარღვევა იწვევს
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დაჯარიმებას.
2. ამ კანონის დარღვევისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. თავი XI გარდამავალი დებულებანი მუხლი 21 ნებართვა, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდეა გაცემული, ინარჩუნებს ძალას. მუხლი 22 საქართველოს მთავრობამ ამ კანონის გამოქვეყნებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს ამავე კანონით განსაზღვრული ნორმატიული აქტების მიღება. თავი XII დასკვნითი დებულებანი მუხლი 23 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 28 აპრილის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ.
19).
