დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Статья 11^22. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება
1. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ნიშნავს მოსამსახურის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან და სამსახურის გათავისუფლებას მოსამსახურის სამსახურით უზრუნველყოფის მოვალეობისგან.
2. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობა შეჩერდება: ა) მოსამსახურის შვებულებაში ყოფნის დროს; ბ) მოსამსახურის საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნებში კანდიდატად წარდგენისას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი; გ) მოსამსახურის დროებითი შრომისუუნარობის დროს; დ) ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე სხვა კანონიერი საფუძვლით მოსამსახურის სამსახურისგან ჩამოშორების დროს; ე) მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანის დროს; ვ) ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
3. უშუალო ან ზემდგომი ხელმძღვანელი ვალდებულია არ დაუშვას სამუშაოზე მოსამსახურე ან/და სხვა პირი, რომელიც ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში იმყოფება. ამ საფუძვლით სამსახურისგან ჩამოშორებულ პირს სამსახურისგან ჩამოშორების პერიოდისთვის ხელფასი არ ეძლევა.
