დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Статья 15. (ამოღებულია)
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238 საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2650 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3713 - ვებგვერდი, 24.06.2015წ. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5016 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №954 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. მუხლი 15 1 . მსჯავრდებულის საერთო მოვალეობები 1. მსჯავრდებული, მისი სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვალდებულია დაემორჩილოს სასჯელის მოხდის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და პირობებს, შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები და სააგენტოს პრობაციის ოფიცრისა და სხვა უფლებამოსილ თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნები, არ დატოვოს საქართველოს ტერიტორია პრობაციის ბიუროს უფროსის ნებართვის გარეშე. ასეთი ნებართვის აღება არ ევალებათ ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებულებსა და იმ პირობით მსჯავრდებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კონტროლსა და დახმარებას ახორციელებს სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა.
