საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ
Статья 19. განსაკუთრებით საშიში პათოგენების იმპორტი და ექსპორტი
1. განსაკუთრებით საშიში პათოგენების იმპორტისა და ექსპორტის წესებს იღებს საქართველოს მთავრობა. ეს წესები უზრუნველყოფს განსაკუთრებით საშიში პათოგენების მხოლოდ სამშვიდობო მიზნებისათვის გამოყენებას.
2. განსაკუთრებით საშიში პათოგენების იმპორტსა და ექსპორტს ახორციელებს მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირი კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2015 წლის 1 აპრილის კანონი №3417 - ვებგვერდი, 14,04,2015წ.
