Статья 17. ტერორიზმთან ბრძოლაში მონაწილე პირები, რომლებიც ექვემდებარებიან სამართლებრივ და სოციალურ დაცვას
1. ტერორიზმთან ბრძოლაში მონაწილე პირები იმყოფებიან სახელმწიფოს დაცვის ქვეშ.
2. სამართლებრივ და სოციალურ დაცვას ექვემდებარებიან: ა) აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მოსამსახურეები, თანამშრომლები და სპეციალისტები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ კონტრტერორისტულ ოპერაციაში; ბ) პირები, რომლებიც დროებით ან მუდმივად თანამშრომლობენ ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტებთან და ხელს უწყობენ მათ ტერორისტული საქმიანობის გამოვლენაში, აღკვეთასა და მოსალოდნელი შედეგების მინიმუმამდე შემცირებაში; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებულ პირთა ოჯახის წევრები, თუ მათი დაცვის აუცილებლობა გამოწვეულია ტერორიზმთან ბრძოლაში მონაწილეობით.
3. კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებისას ამ ოპერაციაში მონაწილე პირს, რომელიც მონაწილეობდა ტერორიზმთან ბრძოლაში, დასახიჩრების შემთხვევაში (ხოლო დაღუპვის შემთხვევაში – მის ოჯახს) ეძლევა კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი VI. პასუხისმგებლობა ტერორიზმში მონაწილეობისათვის
