ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ
Статья 17. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების ხელშემწყობ მოქალაქეთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები
1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების ხელშემწყობ პირებს სახელმწიფო იცავს.
2. თუ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის ხელშეწყობის გამო ცალკეულ პირებს, ასევე მათი ოჯახების წევრებს, ახლობლებს შეექმნებათ სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის რეალური საფრთხე, ეს ორგანოები ვალდებულნი არიან მიიღონ საჭირო ზომები ასეთი მოქმედების თავიდან ასაცილებლად, ბრალეული პირების დასადგენად და პასუხისგებაში მისაცემად.
3. ცნობები იმ პირთა შესახებ, რომლებიც კონფიდენციალურ საფუძველზე თანამშრომლობენ ან თანამშრომლობდნენ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან, წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და მათი გაცემა შეიძლება მხოლოდ ამ პირთა ან მათი მემკვიდრეების წერილობითი თანხმობით ან კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4. პირს, რომელიც ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან თანამშრომლობს, აქვს გასამრჯელოს მიღების უფლება.
5. პირს, რომელმაც თანხმობა განაცხადა კონტრაქტის საფუძველზე ითანამშრომლოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან, სახელმწიფო აძლევს გარანტიას, რომ შესრულდება კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებანი.
