1.უცხოელთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე (შემდგომ − ვებგვერდი) განთავსებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული ნებისმიერი შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება უცხოელისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა ამ შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან. აღნიშნული შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსების შესახებ ინფორმაცია უცხოელს მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეგზავნება.
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
