„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით
Статья 13. უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა ზოგიერთი უფლებამოსილება
1. (ამოღებულია - 20.07.2018, №3216).
2. (ამოღებულია - 20.07.2018, №3216).
3. ბაკურიანისა და გუდაურის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიებზე, აგრეთვე ქალაქ ბორჯომის ტერიტორიაზე მიწის (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა) განკარგვას, მშენებლობის ნებართვის გაცემასა და მიმდინარე მშენებლობაზე ზედამხედველობას, გზების, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მოვლა-პატრონობას, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურების მუშაობის უზრუნველყოფას, აგრეთვე ტურიზმის ხელშეწყობისთვის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მოახდინოს ამ უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით მუნიციპალიტეტისთვის დელეგირება. საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3526 - სსმ I, №32, 31.07.2006 წ., მუხ.247 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4518-ვებგვერდი, 15.04.2011წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1042 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3216 – ვებგვერდი, 13.08.2018წ . საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6961-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ. თავი V. გარდამავალი დებულებანი
