Статья 116. ეკვივალენტური საქონლის გამოყენება
1. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული შემოსატანი საქონელი საბაჟო ორგანოს თანხმობით შესაძლებელია შეიცვალოს საქართველოს საქონლით, თუ მისი აღწერილობა, ხარისხი, ტექნიკური მახასიათებლები და საბაჟო ღირებულება შეესაბამება საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული შემოსატანი საქონლის შესაბამის მონაცემებს.
2. ეკვივალენტური საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტი, ნაშთები ან/და ნარჩენები განიხილება, როგორც ამ თავის დებულებათა შესაბამისად საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული შემოტანილი საქონლის გადამუშავების პროდუქტი, ნაშთები ან/და ნარჩენები.
3. ამ კოდექსის მიზნებისათვის ეკვივალენტურ საქონელს აქვს უცხოური საქონლის საბაჟო სტატუსი, ხოლო შემოტანილ საქონელს – საქართველოს საქონლის საბაჟო სტატუსი.
4. ეკვივალენტური საქონლისაგან მიღებული გადამუშავების პროდუქტის, ნაშთების ან/და ნარჩენების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ან თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება შესაძლებელია მხოლოდ საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული შემოსატანი საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე. ასეთი საქონლის შემოტანის ვადებს ადგენს საბაჟო ორგანო.
