Статья 129. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენება იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით
Редакция №15 Сверено с действующей редакцией · 7 дек. 2010 г.
იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით შესაძლებელია საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოექცეს უცხოური საქონელი, რომელიც რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში და არ შედის ამ კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულ საქონლის ჩამონათვალში.
