საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 241^1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული , იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის დაბეგვრა
1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან საქართველოს საბაჟო კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე გადაიხდევინება დღგ-ის იმ თანხის 3 პროცენტი, რომელიც გადაიხდევინებოდა საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას. აღნიშნული თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა – საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის დასრულების დღეს. დეკლარანტის სურვილის შემთხვევაში მთელი გადასახდელი თანხა შეიძლება გადახდილი იქნეს ერთდროულად.
2. საბაჟო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით გასცემს საბაჟო ორგანოში დარიცხული დღგ - ის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს , რომელიც ითვლება საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურად . საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
