Редакция №15 Сверено с действующей редакцией · 7 дек. 2010 г.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4256 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ. 450 კარი X საბაჟო სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა თავი XXXIII საბაჟო სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის ზოგადი დებულებანი მუხლი 232. საბაჟო სამართალდარღვევის ცნება საბაჟო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსის XXXIV თავით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 მუხლი 233. საბაჟო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპები 1. საბაჟო სამართალდარღვევისათვის პირს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლით და წესით.
2. პირს არ შეიძლება განმეორებით დაეკისროს პასუხისმგებლობა ერთი და იმავე საბაჟო სამართალდარღვევისათვის.
3. ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის პირს იმ შემთხვევაში დაეკისრება სანქცია, თუ ამ ქმედებისთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ შეეფარდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
4. საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.
Правовая карта
Нажмите, чтобы открыть
СсылкаБлизко по смыслуსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…
Только для информации — не юридическая консультация.
5. საბაჟო სამართალდარღვევისათვის გამო პირის მიმართ საბაჟო სანქციის გამოყენება არ ათავისუფლებს მას კუთვნილი გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდის ვალდებულებისაგან.
6. ამ კარით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, თუ საბაჟო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის პირობების მოქმედების შედეგად. დაუძლეველი ძალის პირობებად ითვლება ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც შეუძლებელს ხდის ამ კოდექსით დადგენილ ვალდებულებათა შესრულებას და რომელთა დადგომა არ არის დამოკიდებული პირის ნებაზე, მათ შორის: ა) სტიქიური უბედურებები (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა); ბ) საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო/საომარი მდგომარეობის გამოცხადება, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოების სხვა გადაწყვეტილებები; გ) მასობრივი არეულობა, გაფიცვა.
7. საბაჟო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი სამართალდარღვევის ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 მუხლი 234. საბაჟო სანქცია 1. საბაჟო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევისათვის.
2. საბაჟო სანქცია გამოიყენება საურავის, ფულადი ჯარიმის, აგრეთვე საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით – სამართალდარღვევის საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია გამოიყენება თითოეული სამართალდარღვევისათვის ცალ-ცალკე.
4. თუ სამართალდამრღვევი ერთზე მეტი პირია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქცია დაეკისრებათ სოლიდარულად.
5. საბაჟო სანქციას საურავი არ ერიცხება. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 მუხლი 235. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოება 1. საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ, განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ საბაჟო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას დგება საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არ დგება, თუ სამართალდარღვევა დაფიქსირებულია შემოწმების აქტში ან ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.
3. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: ა) ოქმის დასახელება; ბ) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; გ) ოქმის შემდგენის, აგრეთვე იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც გამოავლინა სამართალდარღვევა; დ) სამართალდამრღვევი პირის დასახელება (არსებობის შემთხვევაში – საიდენტიფიკაციო ნომერი, ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი); ე) საბაჟო სამართალდარღვევის შინაარსი; ვ) ამ კოდექსის ნორმა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; ზ) მოწმის გვარი, სახელი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში); თ) საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების უზრუნველყოფის ღონისძიებები (ასეთის გამოყენების შემთხვევაში); ი) ოქმის შემდგენის, სამართალდამრღვევი პირის (მისი წარმომადგენელის), აგრეთვე საქმის წარმოების სხვა მონაწილეთა ხელმოწერები.
4. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაცნობად წარედგინება საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების მონაწილე ყველა პირს. მათ უფლება აქვთ გამოთქვან შენიშვნები, რომლებიც აისახება ოქმში.
5. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა სამართალდამრღვევ პირს. თუ სამართალდამრღვევი პირი ხელს არ აწერს ოქმს, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6. თუ პირი სადავოდ არ ხდის ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტს და აღნიშნულს ადასტურებს ოქმზე ხელმოწერით, ხოლო სამართალდარღვევისათვის შესაძლებელია მხოლოდ ჯარიმის შეფარდება, მას შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება სამართალდარღვევის ადგილზე მხოლოდ ოქმის საფუძველზე, რომელიც ითვლება საბაჟო შეტყობინებად.
7. საბაჟო სამართალდარღვევის საქმეზე საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს: ა) განეკუთვნება თუ არა საქმე შესაბამისი საბაჟო ორგანოს კომპეტენციას; ბ) გამოთხოვილია ან/და მიღებულია თუ არა პირისაგან დამატებითი დოკუმენტები; გ) შედგენილია თუ არა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი კანონის შესაბამისად; დ) ჩადენილია თუ არა პირის მიერ საბაჟო სამართალდარღვევა; ე) ექვემდებარება თუ არა პირი ამ კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
8. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ბრძანებას საბაჟო სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში პირს სანქცია არ დაეკისრება.
9. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან 30 დღის ვადაში (გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-13 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქმის მასალებზე დაყრდნობით საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება შესაბამისი გადაწყვეტილებით/შეტყობინებით. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან 30 დღის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება/ შეტყობინება ბათილია.
10. დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი მასალები დაუყოვნებლივ გადაეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით, ხოლო პირის მიმართ საბაჟო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების საკითხი გადაწყდება საქმეზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
11. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების უზრუნველსაყოფად გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე, 245-ე, 247-ე, 248-ე და 249-ე მუხლებით განსაზღვრული ღონისძიებები. საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამართალდამრღვევი პირის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენებელი უზრუნველყოფის ღონისძიებები და მათი განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
12. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოება და განხილვა, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ხდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
13. თუ 30 დღის ვადაში შეუძლებელია სამართალდამრღვევის დადგენა ან/და პირის იდენტიფიკაცია, უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის და შესაბამისი ორგანოსთვის გადაცემის შესახებ.
14. უსასყიდლოდ ჩამორთმეული და სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
15. ამ მუხლის პირველი–მე-11 ნაწილები არ ვრცელდება ამ კოდექსის 237-ე მუხლზე. ამ კოდექსის 237-ე მუხლით დადგენილი ვალდებულების გადახდევინება ხორციელდება გადაუხდელი საბაჟო გადასახდელების გადახდევინების წესის შესაბამისად. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4256 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ. 450 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1911 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.221 მუხლი 236. გასაჩივრების წესი საბაჟო სამართალდარღვევის საქმეზე საბაჟო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება/შეტყობინება, ხოლო ამ კოდექსის 235-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საბაჟო სამართალდარღვევის ოქმიც, შეიძლება გაასაჩივროს პირმა, მისმა წარმომადგენელმა ამ კოდექსის IX კარით დადგენილი წესით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 თავი XXXIV საბაჟო სამართალდარღვევათა სახეები და პასუხისმგებლობა მუხლი 237. საბაჟო გადასახდელების გადაუხდელობა თუ საბაჟო გადასახდელების თანხები გადახდილი არ არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, პირი ვალდებულია ამ თანხებთან ერთად გადაიხადოს საურავი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ოდენობითა და წესით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 მუხლი 238. დეკლარირების დადგენილ ვადაში განუხორციელებლობა პირის მიერ დეკლარირების დადგენილ ვადაში განუხორციელებლობა, – იწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარით ყოველ დაგვიანებულ სრულ (არასრულ) დღეზე, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах