Статья 170. საქონლის გათავისუფლება საბაჟო გადასახდელებისაგან
1. საბაჟო გადასახდელებისაგან საქონლის გათავისუფლების შემთხვევებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. დაუშვებელია მიზნობრივი დანიშნულებითა და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით შემოტანილი საქონლის სხვა მიზნით გასხვისება, დაგირავება, გასესხება ან სხვა დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად გადაცემა, აგრეთვე სხვა პირის სარგებლობაში გადაცემა ან გამოყენება. იმპორტის გადასახდელების გადახდის შემთხვევაში ეს აკრძალვა არ მოქმედებს. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4247 – სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.398 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საბაჟო კოდექსი
