თუ ამ კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით იმ საქონლის, რომელიც იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებითა და მიზნობრივი დანიშნულებით გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში და არ ითვლება წარმოშობილად, განადგურების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები ჩაითვლება უცხოურ საქონლად. მუხლი 193. მიზნობრივი დანიშნულებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო გადასახდელების გაანგარიშება 1. იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებითა და მიზნობრივი დანიშნულებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლისათვის მიზნობრივი სტატუსის გაუქმების შემთხვევაში საბაჟო ვალდებულების წარმოშობისას იმპორტის გადასახდელების თანხა განისაზღვრება საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მითითებული საქონლის სახეობის, საბაჟო ღირებულებისა და რაოდენობის გათვალისწინებით ამ კოდექსის მე-200 მუხლის შესაბამისად საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით.
