Статья 206. საბაჟო გადასახდელების გადახდის ვადები
1. თუ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საბაჟო დეკლარაცია, საბაჟო გადასახდელების გადახდა ხდება საქონლის საბაჟო პროცედურების დამთავრებამდე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. თუ საბაჟო ვალდებულების შესრულების საფუძველს არ წარმოადგენს საბაჟო დეკლარაცია, გადასახდელი თანხა ექვემდებარება გადახდას დარიცხული საბაჟო ვალდებულების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში.
3. თუ პირი სარგებლობს საბაჟო ვალდებულების შესრულების ვადის შეცვლით (გაგრძელებით), გადასახდელი თანხა ექვემდებარება გადახდას არა უგვიანეს ამ შეცვლილი (გაგრძელებული) ვადის დასრულებისა.
4. გამარტივებული წესით საბაჟო დეკლარაციის წარდგენისას საბაჟო გადასახდელების თანხა ექვემდებარება იმ ვადაში გადახდას, რომელიც გათვალისწინებულია საბაჟო რეჟიმის მარეგულირებელი დებულებებით.
5. ამ კოდექსის 64 1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო გადასახდელების გადახდა ხდება საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა. საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №207 - სსმ I, №15, 22.07.2008წ., მუხ.114
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საბაჟო კოდექსი
