1.
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებები, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს საქონლის, სატრანსპორტო საშუალების ან/და შენობა-ნაგებობის მფლობელის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 10 000 ლარით.
1. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნა/მოცილება ან/და განადგურება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფ სატრანსპორტო საშუალებაში ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაში შეღწევა, – იწვევს საქონლის, სატრანსპორტო საშუალების ან/და შენობა-ნაგებობის მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებები, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს საქონლის, სატრანსპორტო საშუალების ან/და შენობა-ნაგებობის მფლობელის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 10 000 ლარით. მუხლი 240. საბაჟო გადასახდელების ოდენობის შემცირება 1. საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანა, რამაც გამოიწვია საბაჟო გადასახდელების ოდენობის შემცირება, – იწვევს პირის დაჯარიმებას დეკლარაციაში შემცირებული საბაჟო გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე დეკლარაციაში შემცირებული საბაჟო გადასახდელების თანხის 200 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2000 ლარისა. 3. ამ მუხლის მიზნებისათვის, საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანად ჩაითვლება ისეთი მონაცემის შეტანა, რომლის არასწორობა დადასტურებულია მტკიცებულებებზე დაყრდნობით საბაჟო კონტროლის განხორციელებისას ან სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მხოლოდ ეჭვის არსებობა, რომელიც შეიძლება გახდეს საბაჟო ღირებულების კორექტირების ან საბაჟო ღირებულების განსხვავებული მეთოდით დადგენის საფუძველი, არ ქმნის სამართალდარღვევის შემადგენლობას. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4256 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ. 450 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 მუხლი 241. არასატარიფო ღონისძიებების დაცვისთვის თავის არიდება 1. ზოგადი დეკლარირებისას ან/და საბაჟო დეკლარაციის წარდგენისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არასატარიფო ღონისძიებების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა, – იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 მუხლი 242. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის უკანონო გადატანა ან გადმოტანა 1. პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, – იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადატანილი ან გადმოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადატანილი ან გადმოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 4000 ლარისა, აგრეთვე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას. 3. პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტრანზიტული გადაადგილებისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, – იწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს პირის დაჯარიმებას 2000 ლარით. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4256 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ. 450 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307
Изменения, которые прошла эта статья
Details changes to Article 265 concerning the use and registration of tax liens/mortgages on property.
акт об изменении №1043717Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი